"ქართუს" სკანდალი და ფულის შესაძლო გათეთრება - ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს
პოლიტიკა - 12:30, 11 Mar, 2019     1478
„ნაციონალური მოძრაობა“ „ბანკი ქართუს“ მიერ ფულის გათეთრების სავარაუდო სქემის შესწავლას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს რა კავშირი ჰქონდა „ქართული ოცნების“ წევრს, შოთა შალელაშვილს და მის შვილს გარი შალონს “ქართუ ბანკთან.“

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატის შვილი ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს, სწორედ „ქართუ ბანკში“ ინახავდა. საბოლოოდ დეპუტატის ძებნილი შვილის ანგარიშები ამერიკის პროკურატურამ დააყადაღა, თუმცა მანამდე, გარი შალონმა მოასწრო და “ქართუ ბანკისგან“ მრავალმილიონიანი ქონებაც შეიძინა.

ოპოზიცია ფულის გათეთრების მასშტაბურ სქემის არსებობას არ გამორიცხავს.

ხაბეიშვილი "ქართუ ბანკისგან" ითხოვს პასუხს, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, რომ გარი შალონი აშშ-ში ძებნილი იყო.

"საქმე გვაქვს ფულის კლასიკურ გათეთრებასთან. შესაბამისად, ბანკმა საჯაროდ უნდა გაგვცეს პასუხი მაშინ როდესაც ამ ტრანზაქციას ახორციელებდა იყო თუ არა საქმის კურსში, რომ აშშ-ში ამ კონკრეტულ ადამიანზე იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და მონაწილეობა მიიღო თუ არა, ათობით მილიონობით ლარის გათეთრებაში.

გარდა ამისა, რომ ჩვენ ბანკისგან ვითხოვთ პასუხს, ასევე საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე და საქმე ეხება ათობით მილიონი ლარის გათეთრებას,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

"შაბათის კურიერის“ ინფორმაციით, 2014 წელს „ქართუ ბანკისგან“, შალელაშვილებმა თითქმის, 6 მილიონ დოლარად მიწა და სასტუმრო შეიძინეს. გარი შალელაშვილის ამერიკაში ასობით მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდებით დაკავების შემდეგ კი მან ეს უძრავი ქონება დედას აჩუქა.

არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ოჯახმა ბიძინა ივანიშვილის ბანკის დახმარებით ჯერ ფული გაათეთრა, შემდეგ კი შეძენილი ქონება გადამალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42