"კურიერის" ინფორმაციით, რუსთაველის 12 ნომრიდან ხუთი თვის წინ, "თიბისი ბანკზე" კიბერ-თავდასხმაგანხორციელდა. „თიბისი ბანკმა“ წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გააგზავნა და თავდასხმის ადგილიც მიუთითა, თუმცა გამოძიება წინ არ წავიდა. საგამოძიებო უწყებამ მხოლოდ ერთი კომპიუტერი ამოიღო.
ფაქტს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, კობა ნარჩემაშვილს უჭირს თქმა, რატომ არ გამოიძიეს კიბერ-თავდასხმის საქმე და ვის დააფარეს ხელი.
„თავისთავად ასეთი კატეგორიის საქმეები არის ძალიან მაღალი მნიშვნელობის და მეთოდიკის თვალსაზრისით არის საკმაოდ რთული სპეციფიკის. მე არ ვიცი, რით ხელმძღვანელობს საგამოძიებო ორგანო, მაგრამ ვთვლი, რომ ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ საფუძვლიანი დასკვნები იყოს დადებული, ყოველ შემთხვევაში, იმასთან დაკავშირებით, რა პირთა წრე უნდა გამოიკითხოს, რასთან გვაქვს საქმე,“ - აცხადებს ნარჩემაშვილი.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ 5 თვის წინ "თიბისი ბანკზე" კიბერ-თავდასხმა განხორციელდა.
ოპოზიციის ინფორმაცით, სამართალდამცავებისთვის ცნობილია ის IP მისამართები, საიდანაც შეტევა განხორციელდა, თუმცა ამ დრომდე ძიება წინ არ წასულა.
„კურიერის“ ინფორმაციით, ე.წ. ტროლების ფაბრიკა რუსთაველის 12 ნომერში იყო განთავსებული, სადაც ხელისუფლების დაკვეთით ყალბი ახალი ამბები იქმნებოდა
მასალის გამოყენების პირობები






