მეთოფიშვილი დეპუტატს ტყუილსა და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბესელიამ 2018 წელს ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან შეხვედრის დროს სასამართლოში არსებულ მნიშვნელოვან პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. ამიტომ, მეთოფიშვილისთვის გაუგებარია ეკა ბესელიას პოზიცია, რომელმაც მმართველი გუნდი სწორედ მოსამართლეების უვადოდ გამწესებასთანდაკავშირებით არსებული შეუთანხმებლობის გამო დატოვა.
„ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს. არ ერიდება ტყუილის თქმასაც, ცუდი ის არის, რომ უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებს. როგორც აწყობს ისე იქცევა. სინამდვილეში მას არ აინტერესებს სასამართლო, მას პრობლემა შეექმნა თავის პარტიაში და მოსამართლეების თემა ამოიდო იღლიაში და დაიწყო ლანძღვა-გინება.
„როგორც 2018 წელს ეკა ბესელიამ აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან შეხვედრისას განაცხადა - 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შემდეგ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული და სახეზეა დადებითი შედეგი. როგორ შეიძლება 2018 წელს მოსწონებოდა სასამართლო და დღეს აღარ მოსწონს,“ - ამბობს მეთოფიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






