„იუსტიციის საბჭო არა მხოლოდ წერილის საფუძველზე გამოუშვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებლად, არამედ ე.წ. გრძელ სიას შეადგენს, რომელთა მიხედვითაც იქნება იმ ადამიანების მოსმენა და გასაუბრება, რომელთაც აქვთ ამბიცია და პრეტენზია, რომ გახდნენ უზენაესი სასამართლოს წევრები. ამის შემდეგ იურიდიულ კომიტეტზე მოხდება სათითაოდ ყველა ამ პირის განხილვა, მოსმენა, კითხვების დასმა,“- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.
გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ მათი ამოცანაა, „პარლამენტს საბოლოო ჯამში წარედგინოს რაც შეიძლება ბევრი ღირსეული და უკეთესი კანდიდატები და არა უბრალოდ იუსტიციის საბჭოს კერძო ინტერესებიდან გამომდინარე წრე კანდიდატების, რომლებიც თავის ფონად, თავისზე უარეს კანდიდატებს დაასახელებენ,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რომან გოცირიძის თქმით, ისინი კანონპროექტს მხარას არ დაუჭერენ.
„ქართული ოცნების ყველა ინიციატივა მოსამართლესთან დაკავშირებით, როგორი კოსმეტიკურად შელამაზებულიც არ უნდა იყოს მისი წინა ვერსიები, ემსახურება ერთ რამეს- ამ კლანის შენარჩუნებას, ხოლო კლანის შენარჩუნება ემსახურება ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის კიდევ უფრო განმტკიცებას. სერიოზული ფინანსური ბერკეტები და ინსტრუმენტებია ივანიშვილის ხელში,“-აცხადებს გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






