დიდი სკანდალი ბაგრატიონების სამეფო კარზე - მეფეს დედოფალი უჩივის
პოლიტიკა - 09:53, 11 Mar, 2019     7165
სკანდალი ბაგრატიონების სამეფო კარზე - მეფეს დედოფალი უჩივის. ყოფილ სიძეს სამეფო ოჯახი თაღლითობაში ადანაშაულებს. ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებიან.

რეზონანსულ საქმეს საქალაქო სასამართლოში სპეციალური, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს. პროცესი ხვალიდან დაიწყება.

„როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი“, – აცხადებენ იურიდიულ კომპანიაში „სამართლის გზა“.

მათივე ცნობით, მომდევნო სასამართლო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.

„სასამართლო სხდომები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად დაესწრონ. სხდომა გაიმართება ა.წ. 12 მარტს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს #42 სხდომათა დარბაზში. მოსარჩელეების, ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესებს სასამართლოში იცავს იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ლევან გორელაშვილი“, – აღნიშნულია იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42