დღეს ახალი პარტიის - „კანონი და სამართალი“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი. როგორც პარტიაში აცხადებენ, ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მედია ხელისუფლების დამახასიათბელი მეთოდები ცდილობს ახალ პარტიაზე და, ზოგადად, გაერთიანებულ ოპოზიციაზე ცრუ ინფორმაციის გაავრცელებას. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მედია, როგორც პარტიაში - „კანონი და სამართალი“ აცხადებენ, პარტიის გუნდის წევრად იმ ადამიანებს ასაღებს, რომლებიც შესაძლოა, პარტიის რიგითი წევრები არიან, მაგრამ პარტიის ბირთვს არ წარმოადგენენ.
„ზოგიერთი, კერძოდ, ხელისუფებისგან კონტროლირებადი მედიასაშუალება ავრცელებს ცრუ ინფორმაციას პარტიის - „კანონი და სამართალი“ გუნდის წევრების შესახებ. განვმარტავთ, რომ პარტიის გუნდი დღეს გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, თამარ ჩარკვიანმა წარადგინა და ესენი არიან: ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი, ქეთევან ენუქიძე, გიორგი ცობეხია, ვატო გელაშვილი, ოთარ გურგენიძე, თამარ პატარაია და მარი საველიძე.
შესაბამისად, თუ ვინმე გააკეთებს განცხადებას, რომ ის პარტიის გუნდის წევრია, ეს იქნება სიცრუე!
აქვე, აღვნიშნავთ, რომ პარტიის წევრობა საქართველოს ნებისმიერ მოქალქეს შეუძლია.
ნიშანდობლივია, რომ პარტიის - „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელმა ყრილობამ, რომელსაც ათასამდე ადამიანი ესწრებოდა, ხელისუფლება და მისი ბოტები დააპანიკა და ჩვეული მეთოდებით ამიტომაც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მაგრამ „ყანდურ-ყანდიაშვილებს“ მეთოდები მოუძვლედათ!“ - ნათქვამია პარტიის - „კანონი და სამართალი“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






