გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ გაანთლების სისტემაში არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობს და განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელსაც პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე მხარი დაუჭირეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრების განცხადებით, 2011 წლის შემდეგ განათლების ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა, თუმცა, მოსახლეობა ფულს სასკოლო განათლების ხარისხის და სანდოობის გაუარესებაში იხდის:
„თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ განათლება არის პრიორიტეტი, ეს მწვავე საკითხები, რომელიც გაორმაგებული ბიუჯეტის პირობებში, ქართულმა ოცნებამ ვერ შეასრულა. ეს დანაპირები და პოზიტიურად შეფუთული მესიჯბოქსი ქართული ოცნების მხრიდან არის მორიგი სიცრუე, რასაც სტატისტიკა და უახლესი კვლევები გვთავაზობს. ჯერ პასუხები გვინდა პრემიერმინისტრისგან, რა გაკეთდა 2012 წლიდან დღემდე და შემდეგ უკვე იმ პოზიტიური მესიჯებისა და გზავნილების მოსახლეობისთვის შეჩეჩება, რომელიც სრული სიცრუეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რომ სიმართლე იყოს, ბიუჯეტის მეოთხედის განათლების სისტემაში ჩადება იქნებოდა ძალიან კარგი და პოზიტიური ნაბიჯი,“ - განაცხადა ნანა ტოხვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






