ფარად აფარებული მძევალი ქალი და საბარგულში ჩაკეტილი ავტომობილის პატრონი - საქართველოს ბანკზე თავდასხმის დეტალები
კრიმინალი - 21:16, 08 Mar, 2019     3296
შეიარაღებული პირები, რომლებიც თავს დაესხნენ გლდანში საქართველოს ბანკის ფილიალს, ამ დრომდე დაკავებულები არ არიან. ისევ გამოკითხვაზე იმყოფებიან მძევლები, რომლებიც ყაჩაღობის დროს თავდამსხმელებმა აიყვანეს.


გოგონას ახლობელი, კურიერთან გატაცების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მძევალმა მოახერხა ხმოვანი შეტყობინება გაეგზავნა მისი თანამშრომლისთვის, რომელსაც შეატყობინა რომ გაიტაცეს და მანქანაში ჰყავდათ ჩაკეტილი.

„ღამით გაიტაცეს, დაადგნენ თავზე იარაღით. შემდეგ დილით ჩამოსვეს. მანქანა სჭირდებოდათ მე როგორც ვიცი უცხო მანქანა. სამსახურში აგვიანდებოდა და თანამშრომელს გამოუგზავნა ვოისი სხვისი მესენჯერიდან. ვიცი, რომ მხოლოდ ეს გოგო გაათავისუფლეს ჩემი ბიძაშვილი და შემდეგ ის ბიჭი გაათავისუფლეს. ეჭვის დონეზე ვიცი, რომ მანქანა დაწვეს. ერთად ისხდნენ მანქანაში და ერთად გაიტაცეს,“-განაცხადა დაზარალებული გოგონას ნათესავმა ნინი კერაძემ.

მძევალი ქალის დედა შვილთან შეხვედრას ითხოვდა, რომელიც რამდენიმე საათიან დაკითხვაზე ჰყავდათ.

„დაზარალებულები გაიყვანეს? დედა ვარ და ძალიან განვიცდი. წუხელის წაყვანილი გასკოჩილი ადამიანი დღესაც არ მინახავს. მითხარით მინიშნება ვისთან მივიდე უფროსთან? რატომ გამოიყვანეთ უკნიდან,“-განაცხადა დაზარალებული ქალის დედამ.

ყაჩაღობა გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე დილით მოხდა. ცნობილია, რომ სამი ნიღბიანი პირი ბანკში 10:30 წუთზე შევიდა, ტერიტორიის დატოვება კი ორ წუთში მოუხდათ, რადგან ადგილზე დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

თავდამსხმელებმა დაცვის პოლიციის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც რამდენიმე ავტომობილი და ახლოს მდებარე მაღაზიები დაზიანდა.

თავდამსხმელები ბანკის დასაყაჩაღებლად გატაცებული მანქანით მივიდნენ. მათ მანქანა, რომელშიც მამაკაცი და ქალი ისხდნენ ღამით გაიტაცეს. მამაკაცი დასკოჩილი მანქანის საბარგულში მოათავსეს.

მამაკაცი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში ჩამოსვეს. ბანკის შენობასთან კი მეორე მძევალთან, ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდნენ. სწორედ მისი გამოყენებით დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორიაც. საბოლოოდ კი, მძევლად აყვანილი გოგონა, ქერჩის ქუჩაზე დატოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42