აგვისტოს ომის შინდისელ გმირებზე ფილმის გადაღება დასრულდა. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა მხატვრული ფილმის „შინდისი“ პირველი კადრები გაავრცელა.
ფილმის იდეა „შინდისის“ პროდიუსერს, ედმონდ აბაშიძე-მინაშვილს ეკუთვნის, ის არის პროექტის ავტორიც. ფილმში 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიაა ასახული.
ფილმის რეჟისორი გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი დიტო ცინცაძეა, ოპერატორი მინდია ესაძე, სცენარი ირაკლი სოლომონაშვილის ეკუთვნის, პროდიუსერები კი არიან ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა და მინდია ესაძე. მწარმოებელი კომპანიები: 20 Steps Productions, Free Movie Studio
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გოგა პიპინაშვილი და დათო ბახტაძე ასრულებენ, ფილმში ასევე მონაწილეობენ გიორგი გრძელიძე, გიორგი ხურცილავა და სხვები.
„შინდისის“ გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო და ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმია.
მასალის გამოყენების პირობები