სახელმწიფოს მიერ დაზარალებული და გაკოტრებული ბიზნესის ჩამონათვალი - ფადი ასლი კალაძეს პასუხობს
პოლიტიკა - 17:28, 08 Mar, 2019     2375

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი, თბილისის მერის, კახი კალაძის საპასუხოდ იმ კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც მისივე თქმით, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების შედეგადდაზარალდნენ ან გაკოტრდნენ.

ფადი ასლის თქმით, ჩამონათვალი მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და მას დამატებით წნეხის ქვეშ მყოფი კომპანიების ჩამოთვლა შეუძლია.

"ფრესკოს” დამფუძნებლის, ბატონი ვასილ სოფრომაძის განცხადების საპასუხოდ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოიწვია ნებისმიერი, რომელიც შეძლებდა დაესახელებინა ერთი ბიზნესი მაინც, რომელიც 2012 წლიდან იყო სახელმწიფო წნეხის ქვეშ. მე ნამდვილად მაქვს კალაძის მიმართ პირადი სიმპათია, რომელიც ვფიქრობ, არის კარგი პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგული, რომელსაც სურს თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. მე არ ვადანაშაულებ მას ათობით, ასობითაც კი, არსებული მსგავსი კომპანიის არსებობის უცოდინრობაში, რომლებიც 2012 წლიდან სახელმწიფოს წნეხის ქვეშ იმყოფებიან.

ღირსებისა და გამჭვირვალობისთვის მე ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმე მაგალითს იმ კომპანიებისა, რომლებიც დაზარალდნენ ან გაკოტრდნენ სწორედ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მიზანმიმართული ქმედებების საფუძველზე. ეს სწორედ იმ მცირე კომპანიების ჩამონათვალია, რომელთაც გვერდით ედგათ ICC თავიანთი პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსალაპარაკებლად სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი და მე შემიძლია ამ სიას ათეულობით კომპანიები დავამატო, რომლებიც დაზარალდნენ სახელმწიფოს მხრიდან და რომლებიც დღესაც იმყოფებიან წნეხის ქვეშ - Algorithm LTD, -Iconia Capital, G-Paradise, Philip Morris, British American Tobacco, American Georgian Alloys, Terabank, KazTransGas, InterRao, City Park, Batumi Port, Optical Systems Inc, Samih Habib Investments, Caucasus I Fund, Anka Food Switzerland, Giganti Security Ltd, Lopota Valley Ltd, Chateau Telavi Ltd, Meskhuri Sakhli Ltd, Geoconstruction, Gegmet LTD.

მათივე თავმოყვარეობისა და რეპუტაციის სანდოობის გამო, მოვუწოდებ სახელმწიფო წარმომადგენლებს, თავს ნუ მოიტყუებენ თითქოს ბიზნესები არ არიან წნეხის ქვეშ, თითქოს არ ზარალდებიან, არ ისჯებიან და არ კოტრდებიან მათივე ხელისუფლების მიერ.

მოვუწოდებ მათ, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ეს კრიმინალური ქმედებები “ფრესკოს” ჩათვლით ყველა ბიზნესის მიმართ", - აღნიშნულია ფადი ასლის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42