„სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს... ვინ უნდა მივიდეს ოცნებაში, როცა ერთ-ერთი ლიდერი ტოვებს და ამბობს, რომ მეზობლები უფრო თბილად ესალმებიან... მეტროებთან დადგებიან “- გოცირიძე
პოლიტიკა - 17:04, 08 Mar, 2019     1153
ფრაქცია "ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე "ქართულ ოცნებაში" ახალი კადრების შერჩევას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილს არ ესმის, რომ მისი არჩეული მეთოდებით ლიდერები არ იბადებიან.


"ახალი კადრების შერჩევაზე ერთს ჰგონია, რომ ახალი არის კარგად დავიწყებული ძველი და სადღაც სკივრებიდან ამოიყვანეს ძველი ე.წ გვარდია, ოღონდ ნაფტალინიც დაავიწყდათ, არც თუ ისე ლამაზად გამოიყურებიან. ხოლო, „ოცნების“ მეორე ფრთას მიაჩნია, რომ ახალი კადრების შერჩევაა კონკურსის გზით ადამიანების მოზიდვა, როგორც ჯარში ხდება რეკრუტირება.

ალბათ, მეტროებთან დადგებიან, დადგამენ მაგიდებს და დაიწყებენ მეგაფონებით გამოცხადებას - გვსურს, „ოცნებაში“ შემოვიდეს „ასეთი“ ადამიანი, „ისეთი“ ადამიანი, მაღალი - 185 სანტიმეტრი თუ საშუალოზე დაბალი, ინგლისური უნდა იცოდეს და ა.შ. შეარჩიეს ასეთი კადრები უკვე და ერთი დეპუტატი გახდა, მეორე მთავრობის წევრი და ამ კადრებმა ამ ქვეყანას რა უქნეს, ეს უკვე დავინახეთ.

ივანიშვილს უნდა მეორეჯერ შევიდეს მდინარეში და მეორეჯერ მოატყუოს ხალხი. მაშინ შეცდა საზოგადოება, შექმნა ბიძინამ 2030-ის რაღაც გაერთიანება, გამოჩეკა ინკუბატორის წიწილებივით ბარტყები, დააფრთიანა, მიმოფანტა სამინისტროებში. ომბუდსმენი არის აგერ, პარლამენტშიც სხედან 2030-ის კადრები, „ქართუს“ რესურსები ამოწურა და ლამის დარაჯებიც კი „ქართუდან“ ხელისუფლებაში მოიყვანა და აღმოჩნდა, რომ მას რაიმე სხვა რესურსი აღარ აქვს.

ბუნებრივია, პოლიტიკური შერჩევით ლიდერების ფორმირების უნარი არ აქვს ამ ხელისუფლებას. ლიდერები არ იბადებიან კონკურსის წესით, ლიდერებს ვერ შეარჩევ განცხადებით. ლიდერებს ბადებს ცხოვრება, გამოცდილება... რა მოტივი უნდა ჰქონდეს დღეს ახალგაზრდას, მივიდეს „ოცნებაში“, როდესაც ერთ-ერთი ლიდერი „ოცნებიდან“ აკეთებს განცხადებას და ტოვებს, იმიტომ რომ იქ ყოფნა უკვე ღირსების საქმედ მიაჩნია და ამბობს, რომ მეზობლები უფრო კეთილად და თბილად ესალმებიან, ვიდრე იქამდე, სანამ პარტიაში იყო. ადამიანები, რომლებიც აი, ამ გაკოტრებულ „ქართულ ოცნებაში“ მოინდომებენ მისვლას, ფაქტობრივად, ჩავთვალოთ , რომ ესენი არიან მომავალი კარიერისტები და დაემსგავსებიან იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილმა ერთხელ უკვე მოიყვანა. მთლიანობაში ეს არის ძალიან კომიკური, ძველი გამოთქმა რომ გამოვიყენო, ეს არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს," - აღნიშნა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42