ზეწოლა ბიზნესზე - სხვადასხვა ბიზნეს კომპანიები ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ტერორზე ალაპარაკდნენ.
აღნიშნულს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ერთმანეთის პარალელურად გაკეთებული განცხადებები გარკვეული ჯგუფების მიერ არის ორკესტრირებული.
„საუბარი იმაზე, რომ ვინმე ვინმეს ატერორებს, ვინმე ვინმეს ქონებას ართმევს, ვფიქრობ, რომ ეს ორკესტრირება, რომელსაც ჩვენ ეს ბოლო დღეები ვხედავთ და გარკვეულწილად არის მხარდაჭერილი გარკვეული ჯგუფების მიერ, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება გარკვეული ჯგუფის ინტერესებს. მაშინ, როდესაც იყო ეს განცხადებები ჩენ გვქონდა კომუნიკაცია ბატონ ვასილთან, მაშინ არ შედგა ჩვენს შორის შეხვედრა იმიტომ, რომ თვითონ მისი მხრიდან არ გამოითქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრის. მისი მოწოდების შინაარსი, რომელიც გუშინ გავრცელდა სწორედ იყო ის სულისკვეთება, რაც მე გითხარით, რომ მან მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ ნუ უშლიან ხელს ბიზნესის ნორმალურ ფუნქციონირებას და ნუ მოუწოდებენ. მან თქვა კონკრეტულ უწყებასთან დაკავშირებით გარკვეული საკუთარი მოსაზრებები, თქვა, რომ აქვს ფაქტები. დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ ზეპირ განცხადებებზე გამიჭირდება რაიმე კონკრეტიკის თქმა იმიტომ, რომ მზად ვარ გავიარო დეტალურად, მინიმუმ გვქონდეს ჩვენი პოზიცია და მაქსიმუმ ვიმოქმედოთ,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






