ორმხრივი სროლა და მძევლად აყვანილი მამაკაცი და ქალი - საქართველოს ბანკის დაყაჩაღების ახალი დეტალები
კრიმინალი - 15:05, 08 Mar, 2019     3052
მასშტაბური ყაჩაღობა და რამდენიმე მძიმე დანაშაული ერთდროულად - სმართალდამცავები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ სამ ნიღბიანს, რომელიც დღეს 10:30 საათზე გლდანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალს ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა, ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა და ორი პირი გაიტაცა.

როგორც ირკვევა, 30 წლის ზურა ბერიკაშვილი ერთ-ერთი გატაცებულია, რომელიც ბოროტმოქმედებმა გუშინ აიყვანეს მძევლად და მისივე ავტომობილში "სუბარუში" ხელ-ფეხ შეკრული მთელი ღამის განმავლობაში დატოვეს.

ბოროტმოქმედები გლდანის მეექვსე მიკრო-რაიონში სწორედ ზურაბ ბერიკაშვილის ავტომობილით მივიდნენ. თუმცა ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი აიყვანეს და სწორედ მისი გამოყენებით დატოვეს ბანკის მიმდებარე ტერიტორია. საბოლოოდ კი, მძევლად აყვანილი გოგონა, ქერჩის ქუჩაზე დატოვეს, ბერიკაშვილი კი მეოთხე მიკრო რაიონში დატოვეს.

ორივე გატაცებულს ამ წუთებში პოლიციაში კითხავენ.

ყაჩაღობა გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე 10:30 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მათ ბანკიდან თანხის წაღება ვერ შეძლეს, რადგან ადგილზე პოლიცია გამოცხადდა.

შსს-ს მიერ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული.

ეჭვმიტანილებს ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42