"ოცნების" კვლევა ზუგდიდის მერის არჩევნებზე - ნიკა მელია კანდიდატობის შეთხვევაში, პირველივე ტურში იგებს
პოლიტიკა - 14:33, 08 Mar, 2019     4586
პრესა.ჯიმ ქართული ოცნების ოფისიდან, 2019 წლის თებერვალში, ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების შესახებ ჩატარებული კვლევის დახურული მონაცემები მოიპოვა.


აღმოჩნდა რომ ზუგდიდის მერის არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში უნდა ჩატარდეს, დიდი უპირატესობა ექნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ნიკა მელიას.

მაშ ასე, პრესა.ჯი ექსკლუზიურად გაგაცნობთ ქართული ოცნების მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს.

ამომრჩევლის წინასაარჩევნო კვლევა - ზუგდიდი

კვლევის მიხედვით, გამოკითხულტა 76 პროცენტი ინფორმირებულია იმის თაობაზე რომ 2019 წლის მაისში ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნები ტარდება.

ხოლო გამოკითხულთა 73 პროცენტი ფიქრობს რომ ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საკმაოდ დიდი აქტივობის საწინდარია.

რაც შეეხება კონკრეტულად ზუგდიდის მერის სავარაუდო კანდიდატების მიმართ დამოკიდებულებასა და მოწონების რეიტინგს, საკმაოდ ნეგატიურად უყურებენ ზუგდიდელები ქართული ოცნების ფავორიტს, ზუგდიდის ვიცე-მერს, გეგა შენგელიას. მას, დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 30.8 პროცენტი აფასებს, უარყოფითად კი - 18.1 პროცენტი (დანარჩენი ან უარს ამბობს ან თავს იკავებს შეფასებისაგან).

სამაგიეროდ, გამოკითხულთა 56 პროცენტი დადებითად აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, ნიკა მელიას, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება კი, 15.2 პროცენტს აქვს (დანარჩენი ან უარს ამბობს პასუხზე ან თავს იკავებს).

გაიზომა სხვა კანდიდატების მიმართ ამომრჩეველთა დამოკიდებულებაც.

მაგალითად: ირაკლი ჩიქოვანი ამომრჩეველთა 28 პროცენტს მოსწონს, მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კი 19 პროცენტს აქვს (დანარჩენი ან უარს ამბობს ან თავს იკავებს შეფასებისაგან).

გაერთიანებული ოპოზიციის წევრს, ლევან კონჯარიას 26 პროცენტი დადებითად უყურებს, 20 პროცენტი - უარყოფითად (დანარჩენი ან უარს ამბობს პასუხზე ან თავს იკავებს შეფასებისაგან).

ხოლო კითხვაზე, ხვალ რომ ზუგდიდის მერის არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები ასეთია:

ნიკა მელია (გაერთიანებული ოპოზიცია) - 52.3 პროცენტი

გეგა შენგელია (ქართული ოცნება) – 30.6

სხვა - 4.7

ჯერ არ გადამიწყვეტია - 12.3

შენიშვნა: სავარაუდოდ, ამ კითხვაში დასახელებული ორი კანდიდატი (ნიკა მელია და გეგა შენგელია), მოწონების რეიტინგის გაზომვისას გამოვლენილი შედეგების მიხედვით შეირჩა.

ქართული ოცნება დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორითაც. მმართველი პარტიის მიერ დაკვეთილ კვლევაში, კითხვაზე: როგორ შეაფასებდით ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში, გამოკითხულთა 39 პროცენტი პასუხობს რომ „ძალიან უარყოფითად“. ხოლო 14 პროცენტი - „მეტ-ნაკლებად უარყოფითად“ უყურებს ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში.

საყურადღებო დეტალი: კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ზუგდიდელთა 56 პროცენტი მიიჩნევს რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 25 პროცენტს მიაჩნია რომ საქართველო სწორი გზით მიდის...

როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას აღელვებს სატელევიზიო არხების რეიტინგებიც. მაგალითად, კვლევის დროს დასმული იყო ასეთი კითხვაც: რომელი სატელევიზიო არხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას უყურებთ ყველაზე ხშირად?

ამ კითხვაზე, პასუხები ასე გადანაწილდა: რუსთავი 2 - 47 პროცენტი, იმედი - 37.6 პროცენტი, ტელეკომპანია პირველი - 2.5 პროცენტი, პალიტრა ტვ - 1 პროცენტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი 0.9, ობიექტივი - 0.6, მაესტრო - 0. 2, სხვა - 2.8, არცერთს - 6.3 პროცენტი, უარი პასუხზე - 1 პროცენტი.

P.S: მართალია, ზუგდიდის მერის არჩევნებში არც ერთ პოლიტიკურ ძალას თავისი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ რომ გაერთიანებული ოპოზიციიდან, ზუგდიდის მერობისათვის ნიკა მელია იბრძოლებს, რღვევის პირას მყოფი მმართველი პარტიიდან კი, დიდი ალბათობით, ვიცე-მერი გეგა შენგელია.

წყარო: პრესა.ჯი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42