ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღნიშნულს დადებითად აფასებს.
ბახტაძის თქმით, ღარიბაშვილის როლი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდია და მისი დაბრუნება პოზიტიური ნაბიჯია:
"ირაკლი ყოველთვის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი და ბუნებრივია მე ეს კომუნიკაცია მასთან მქონდა და ზოგადად ჩვენ პოლიტიკურ გუნდში ყველა მივესალმებით, რომ ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ყველას გვახსოვს, რომ პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან ჩვენ ამით შევძლებთ, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ,“ - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






