„ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე აცხადებს, რომ მისი ბიზნესის მისამართით ხორიცელდება ზეწოლა. ამის შესახებ სოფრომაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს კითხვა დაუსვეს და დაინტერესდნენ ვისი მხრიდან ხორციელდება ბიზნესზე ზეწოლა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის ბიზნესთანდ აკავშრებით ენდობა საერთაშორისო რეიტინგებს და არა კონკრეტული პირების განცხადებებს:
„შეფასებებში ჩვენ ხშირად ვისმენთ პოლიტიკურად მოტივირებულ და დამახინჯებულ ფაქტებს. საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატებაა, რომ საქართველოს იხილავენ და მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად, მე დავასახელე დუინგ ბიზნესში მეექვსე ადგილი, ბევრი სხვა რეიტინგი შემიძლია მოვიტანო ამისთვის. რომელიც არის ობიექტურ გარემოებებზე და კვლევებზე დაყრდნობით შედგენილი რეიტინგი. ჩემთვის რეიტინგებსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის ჩვენთვის მექანიზმი, რომდ ავძლიოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და გმოწვევები, ამიტომ აქვს ამ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა და ამავე დროს აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ეს არის სწორედ ობიექტური კრიტერიუმი და არა ის, თუ ვიღაცა გააკეთებეს ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლო განცხადებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მას "ფრესკოს" დამფუძნებლის განცხადება არ მოუსმენია:
„ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ წამიკითხავს. აუცილებლად მოვისმენ ამ განცხადებას. თუმცა ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება. როცა ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ ბრალდებისთვის პასუხი უნდა აგო. ჩვენი ფილოსოფია არის ის, რომ თითოეულ ადამიანს ვცემთ უდიდეს პატივს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენი ფილოსოფია. თუ ეს ბრალდებები გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, პირველი ვიქნები, რომელიც მოითხოვს ასეთი გამოძიებების დასრულებას უმოკლეს ვადაში და ამაზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ბახტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






