თბილისის გენგეგმის ნაცვლად კალაძის და მისი მეგობრების ბიზნეს გეგმა - ოპოზიცია დოკუმენტის აკრიტიკებს და მხარს არ უჭერს
პოლიტიკა - 10:10, 08 Mar, 2019     789
თბილისის საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, დედაქალაქის გენერალური გეგმა არა დედაქალაქის მაცხოვრებლების, არამედ კერძო პირთა ბიზნესინტერესებსაა მორგებული. სწორედ ამიტომ ოპოზიცია მის მხარდაჭერას არ აპირებს. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ თბილისის გენერალური გეგმა, რომელიც 1200 გვერდიდან 80 გვერდამდე შემცირდა, არის არა დედაქალაქის, არამედ კახა კალაძის და მისი მეგობრების ბიზნეს გეგმა.


„როცა დედაქალაქის ურბანული მიმართულება აბარია ბიზნესმენებს, კონკრეტულად ურბანული კომისიის ხელმძღვანელი, ბატონი სოხაძე არის ყოფილი დეველოპერი, როდესაც ურბანული სამსახურის უფროსიც არის ყოფილი დეველოპერი, მშენებელი და ის ბიზნესის ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე თბილისელების, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ გეგმას, რომელიც 1200 გვერდიდან გამოშიგნეს და დატოვეს 80 გვერდი. საბოლოო ჯამში ვღებულობთ არა თბილისის გენერალურ გეგმას, არამედ კახი კალაძის და მისი მეგობრების ბიზნეს გეგმას.“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს, უარყოფენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ ახალი გენერალური გეგმა ისტორიული მნიშვნელობისაა და ის ნებისმიერი პირის ინტერესებს აკმაყოფილებს.

„არ მგონია, რომ ბიზნესი სალანძღავი სიტყვა იყოს და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ, როგორც ბიზნესის ინტერესები, ასევე ჩვენი ქალაქის და მაცხოვრებლების ინტერესები. თუ წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც ჩვენი ოპონენტები იყვნენ ხელისუფლებაში, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გატარება ხდებოდა, დღეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესები იყოს დაცული, როგორც გენგეგმაში, ასევე ყველა იმ ქმედებაში, რომელსაც ქალაქის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42