ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეკეტზე თამაზ ელიზბარაშვილიც ალაპარაკდა. მისი თქმით, ხელისუფლება ბიზნესის სრულ დამორჩილებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, ელიზბარაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„თურმე თავისუფალია ბიზნესი და ყვავის. ხო, თავისუფალი, რომ არის ბიზნესი იმიტომ არის ამდენი სამუშაო ადგილი და საქართველოში ჩამოდიან თურმე, უკან ბრუნდებიან ემიგრანტები. თავზე საყრელია სამუშაო ადგილები. ვაი თქვენს პატრონს თქვენსას. რომ აყრით ამ ნაცარს თვალში ამ ხალხს, მე პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს მივმართავ, ახალგაზრდა ხალხი ხართ, არ აპირებთ ცხოვრებას ამ ქვეყანაში? ხომ მოგეთხოვებათ პასუხი, თუ სულ ბიძინა იქნება თქვენი მფარველი და რუსეთი ჰა?
ამ მთავრობას რაც არ უნდა ელაპარაკო და უთხრა, ბანდიტები არიან და რა უნდა უთხრა, გაანებებენ თავს ჩვენს ძარცვა-გლეჯას? არ გაანებებენ. ყოველ დღე გაუპატიურებს ეს მთავრობა ჩემო კარგო საქართველოს მოქალაქეებო და ბიზნესმენებო, ყოველ დღე და ჩუმად ვართ.“- განაცხადა ელიზბარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






