„ხელისუფლება სუიციდისკენ არის მიმართული და ყველა ნაბიჯი მათ აღსასრულს აახლოვებს“ - ხუხაშვილი ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს
პოლიტიკა - 19:50, 07 Mar, 2019     1926
"ქართული ოცნების" სურვილს, რომ პარტიაში ახალი სახეები გამოჩდნენ, აგონიას უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ მიზიდულობის ცენტრი დაკარგა. ახალგაზრდები კი ამ პოლიტიკური გაერთიანების მომავალს ვერ ხედავენ.

რაც შეეხება კერძო კომპანიის დაქირავებას, ექსპერტი ამბობს, რომ ეს შპს დაადგენს რა ეღირება მინისტრობა და მინისტრის მოადგილეობა:

"ეს არის ილუზია, "ქართული ოცნება" რეალობას საერთოდ ვერ აფასებს. ახალ სახეებს ისინი შვიდი წელია ეძებენ. ჩვენ ვაკვირდებით, რომ მუდმივ დეგრადაციაში არიან ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცა იპოვონ. მათ ვერ შექმნეს თანამედროვე, განათლებული ადამიანებისთვის მიზიდულობის ენერგია. ვისაც რაღაც განათლება, კომპეტენცია აქვს, შესაბამის მორალურ სტანდარტსაც აკმაყოფილებს, ყველა ერიდება "ოცნებაში" წასვლას. ძალიან ბევრს ეს პარტია წარმავალად მიაჩნია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს.

შპს დაიქირავეს HR- ის ფუნქციით, რომელიც გამოაქვეყნებს პერეისკურანტებს - მინისტრზე მომზადება მილიონი ლარი, მინისტრის მოადგილეზე ნახევარი მილიონი ლარი... კომერციული სტრუქტურის დაქირავება, კი მესმის კორპორატიულ HR-ებს ქირაობენ, მაგრამ პოლიტიკური პარტიის "ეიჩ არი", დაქირავებული კომპანიით წარმოუდგენელი რაღაცაა. პოლიტიკური პარტია იდეოლოგიაზე, რწმენაზე ეწყობა. ხალხს კი არ იზიდავენ, ხალხი თვითონ მიდის და მერე იქ კარიერას იკეთებს. პირდაპირ ფასები გამოაქვეყნონ, რა თანამდებობა რა ჯდება და ამით დაამთავრონ"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებსაც განიხილავს, პოლიტოლოგმა ჩვენთან საუბარში არ გამორიცხა, რომ ბიძინა ივანიშვილს ახალი სახეების მოზიდვა და კერძო კომპანიის შემოყვანა ვადამდელი არჩევნების დანიშნისთვის სჭირდებოდეს, თუმცა ხუხაშვილი იქვე ამბობს, რომ ამ გზით წარმატების მიღწევა "ილუზიაა".

"პირდაპირ გეტყვით, ის, რომ "ქართული ოცნება" ახლა რაღაცას გადაახალისებს, კადრებს მოიყვანს, ეს არის ილუზია, ამას ვერ მოახერხებს. რა უნდა, ვადამდელი უნდა, უვადო უნდა თუ რა უნდა, ეს საერთოდ არ არის საინტერესო. მმართველი ძალა და შესაბამისად ხელისუფლება დეგრადაციის პროცესშია. შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს. გასაგებია, რომ ახლა რაღაცებს ისტერიულად ცდილობენ ახალ-ახალი იდეები შემოყარონ, ძველი, სკივრიდან ამოღებული პოლიტიკოსებით, მაგრამ არ გამოდის ასე, ასე არ ხდება. აგონიას ჰგავს ეს ყველაფერი...

ვერაფერს გამოვრიცხავ (ვადამდელი არჩევნების დანიშვნას), რადგან ხელისუფლება სუიციდისკენ არის მიდრეკილი და ყველა შემდეგი ნაბიჯი, მათ აღსასრულს აახლოვებს. ამ მიმართულებით აიღეს გეზი. აქედან გამომდინარე, რანაირად გამოვრიცხო?! ბაბილონის გოდოლი ძალიან სწრაფად ინგრევა და ეს დაინგრევა 2019-ში თუ უფრო გვიან, მე ამის თქმა გამიჭირდება. ხვალ რა სიბრიყვეს გამოაგდებენ მე საიდან ვიცი?!"- განუცხადა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42