"მიმაჩნია, რომ ქალბატონ ეკას, არც კეთილსინდისიერება გააჩნია და არც კომპეტენცია"- თქვა ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის შეფასებისას. ბესელიას კანონპროექტი კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს ეხება.
ზარდიაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევისას უნდა არსებობდეს ორი მთავარი კრიტერიუმი, კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, რომელიც მისი განცხადებით, ეკა ბესელიას არ გააჩნია.
"აქ არსებობს ორი მთავარი კრიტერიუმი, ეს არის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა, რომლის მიხედვითაც უნდა შეირჩნენ მოსამართლეები. მე მიმაჩნია, რომ ქალბატონ ეკას, არც კეთილსინდისიერება გააჩნია და არც კომპეტენცია. შესაბამისად, მე ვურჩევდი რომ დაანებოს სპეკულაციებს თავი და მოუსმინოს იმ კანონპროექტს, რომელიც დავარეგისტრირეთ,"-განაცხადა ზარდიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






