"მამუკა ხაზარაძის და ზაზა ოქუაშვილის ქმედება ერთმანეთს ჰგავს, როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, კარგად იცით"- უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
კობახიძე ამბობს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი საკითხია და მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებელია.
"არასერიოზულია საუბარი წერილზე, როდესაც შემდეგ ბეჭდავ ქსეროქსის აპარატზე, ყველას გვაქვს კაბინეტში პრინტერი, შეგვიძლია ამობეჭდვა, მათ შორის იმ ადამიანსაც, ვისაც მოაქვს ასეთი ბრალდება. ეს არის არასერიოზული. ქადაგიძესთანაც არსებობს კითხვები. ის იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ პერიოდში. ამიტომ შეიძლება კითხვები დაისვას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.
აქ არის ძალიან მარტივად საქმე. გახსოვთ, ალბათ, ოქუაშვილის შემთხვევაც, რომელსაც ჰქონდა 50 მილიონი ლარის ვალი და მისი ინტერესი იყო ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. არის სამართლებრივი საკითხი და არის მცდელობა, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, თქვენ ეს კარგად იცით რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ჩვენ არ გვინდა პოლიტიკური დატვირთვა, როცა საქმეს აქვს სამართლებრივი დატვირთვა, აქედან გამომდინარე, არ გვინდა საგამოძიებო კომისია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






