„დღეს არ არსებობს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა“ - ივანე მაჭავარიანი
პოლიტიკა - 15:33, 07 Mar, 2019     775
დღეს არ არსებობს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ,,ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის „განათლება-გზა თავისუფლებისკენ“ შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ გადადგა ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობას და სიღარიბის დაძლევას.

„როგორც წესი, ჩვენი ზომისა და შემოსავლების მქონე ქვეყანა, ერიდება ამა თუ იმ სფეროში საკანონმდებლო დონეზე გაწეროს ვალდებულება, თუმცა მჯერა, რომ ეს არის ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს. ინიციატივა ითვალისწინებს განათლების ბიუჯეტის თანდათანობით ზრდას და 2022 წლისთვის მშპ-ს 6%-იან ნიშნულამდე მიღწევას. ეს მოცულობა დღეს არსებული საგადასახადო შემოსავლების მეოთხედზე მეტია. რაც მთავარია, ამ მონაცემების უკან დგას ძალიან მრავალმხრივი რეფორმა - ეს არის ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, მათი აღჭურვა უახლესი ტექნიკით. ამავდროულად, გათვალისწინებულია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პედაგოგთა ხელფასის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ისე, რომ ეს პროფესია იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, რათა საუკეთესო ძალები და ახალგაზრდები მოდიოდნენ ამ პროფესიაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, განათლების დონის გაზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის

„ჩვენ ავამაღლებთ ამ პროფესიის პრესტიჟს, ავწევთ განათლების დონეს და ამით გავზრდით ეკონომიკას, რადგან იცით, რომ დღევანდელ დღეს ის ქვეყნებია მოწინავე და მათ აქვთ ეკონომიკური ზრდა, სადაც ადამიანური კაპიტალი არის მაღალ დონეზე. ეს იზომება სხვადასხვა ინდექსით, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით. დღეს ვართ 61-ე აღნიშნულ ინდექსში და ჩვენი მიზანია, რომ ამ რეფორმის დაწყების შემდეგ, უახლოეს 10-12 წელიწადში, ადამიანური კაპიტალის ინდექსის ნაწილში ვიყოთ მსოფლიო ათეულში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42