„ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დასრულდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოსამართლეებს და უცხოელს ექსპერტებს ჰქონდათ ვეტოს გამოყენების უფლება, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. პროექტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დღეს არის სრული კონსენსუსი, როგორც ადგილობრივ სამთავრობო უწყებებში, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რომ მთლიანად პროცესი იყო ღია, გამჭვირვალე და გამართული. დღეს უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებს რეალურად ჰქონდათ გადამწყვეტი როლი მოსამართლეების შერჩევისას. უკრაინაში „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელობით შეიქმნა უპრეცედენტო ანტიკორუფციული სასამართლო და მან მოიპოვა უმაღლესი შეფასება. ეს არის რეალურად დამოუკიდებელი ინსტიტუცია, თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური გავლენებისგან.“-გიორგი ვაშაძე.
საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი, ბრიტანელი ექსპერტი, სერ ენტონი ჰუპერი, რეფორმას უნიკალურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. მისი თქმით, უკრაინაში შეიქმნა პრინციპულად ახალი მოდელი, რომელიც გამჭირვალობის უმაღლესი ხარისხია, მოსამართლეების შერჩევის პროცესში.
გიორგი ვაშაძე საქართველოში ამ მიმართულებით გასატარებელ რეფორმების აუცილებლობაზეც საუბრობს.
„მსგავსი მაგალითი საინტერესოა საქართველოსთვის, სადაც სასამართლოსადმი ნდობა საგრძნობლად შემცირებულია. აუცილებელია გატარდეს ფუნდამენტური რეფორმები, სადაც გათვალისიწნებული იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის გარანტი იქნებიან საერთშორისო დამკვირვებლები და უცხოელი მოსამართლეები. “ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ექსპერტების გუნდმა, გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ანტიკორუფცული სასამართლოს რეფორმაზე, მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო.
ფონდი“ 2014 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანასთან. ოფისები ფუნქციონირებს ჩიკაგოში, კიევსა და თბილისში.

მასალის გამოყენების პირობები






