ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიი შექმნა არასერიოზულია:
„ეს ყველაფერი უკვე იღებს ძალიან არასერიოზულ სახეს. საუბარი მიდიოდა 17 მილიონი როგორ ისესხა თავისი მეგობრისგან ხაზარაძემ ისე, რომ იმ დღეს „თიბისი ბანკიდან“ იყო ეს ფული გატანილი და მან არაფერი იცოდა. არის თუ არა ეს გათეთრება, როგორი რეაგირება გააკეთა გამოძიებამ და რა შედეგამდე მიდის – ამით უნდა დავინტერესებულიყავით და საქმეში გაჩნდა რაღაც ფურცელი, ნაბეჭდი და მთელი აქცენტი გადავიდა ამაზე.
ვფიქრობ, რომ ეს იყო მცდელობა, რომ ერთის მხრივ პოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო ეს ყველაფერი და მეორე მხრივ, რაღაცნაირად ყურადღება სხვა თემაზე გადასულიყო. ეს წარმატებით გამივიდა, როგორც ვატყობ. აქედან გამომდინარე, ასეთი არგუმენტებით საგამოძიებო კომისიის შემქნა არის არასერიოზული. საუბარი რაზეც უნდა იყოს, იმაზე არ ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ ფურცელზე დაბეჭდილ რაღაც ტექსტზე, რომელიც დღეში 100, 1000 შეიძლება მოიტანოს ადამინმა“,- განაცხადა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






