„საზოგადოება ელოდა ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი“ - კობახიძე „თიბისის“ სკანდალზე
პოლიტიკა - 12:44, 07 Mar, 2019     961

„თიბისი ბანკის“ საქმე და სკანდალური წერილი - მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას გამოკითხვის დროს წერილის ასლი წარუდგინა, ორიგინალი კი მისი განცხადებით, ლონდონში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა მტკიცებულებას, შედეგად კი პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი მიიღო:

"გარკვეული ძალები ცდილობენ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენი ამოცანა არის და უნდა იყოს, რომ ეს საკითხი დავტოვოთ სამართლებრივ ჩარჩოში. საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაშიც არიან ჩართულები სამართალდამცავი ორგანოები და ჩვენ მათ უნდა მივცეთ დრო იმისთვის, რომ საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტში ამ საკითხის განხილვას, ეს არის არასწორი. ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ ეს საკითხი.

თქვენ იცით, რომ საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ ე.წ. მტკიცებულებას, ე.წ. კომპრომატს და ჩვენ შედეგად მივიღეთ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის არასერიოზული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ტოვებს არასერიოზულ შთაბეჭდილებას და გარკვეული ძალები ცდილობენ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ის საქმე, რომელიც წმინდა სამართლებრივია. ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ არის სამართალი დარღვეული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამობეჭდოს ფურცელზე ტექსტი და გამოაქვეყნოს. არასერიოზულია როგორც ფაქტი, ასევე შინაარსი ამ წერილის, მათ შორის ის, რომ თურმე "არტარეას" სთხოვდა ვიღაც მაღალი ობიექტურობის დაცვას. როცა 20-პუნქტიან ე.წ. წერილს აქვეყნებ, ბუნებრივია, ერთი პუნქტი მაინც უნდა დაამთხვიო სინამდვილეს და ეს შეგიძლია შენ პოსტ-ფაქტუმ გააკეთო. 20-დან ერთს თუ დაამთხვევ, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ეს ფურცელი არის არასერიოზული",- განაცხადა კობახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42