„თიბისი ბანკის“ საქმე - ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. აღნიშნულზე საუბრისას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კოაბხიძე აცხადებს, რომ აღნიშნულის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისივე განცხადებით, საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა დარჩეს:
"ამის საფუძველს ვერ ვხედავ. მოდით, ნუ მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საკითხს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის ამის მცდელობა - გადაიტანონ გარკვეულმა ძალებმა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში. მოდით, დავტოვოთ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში და პატივი ვცეთ სისტემას. საგამოძიებო ორგანოები დადებენ დასკვნას ამასთან დაკავშირებით, პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, ყველას ექნება დაკვირვების საშუალება. ამ ფაქტზე მსჯელობა შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, ვნახოთ, რა დასკვნებს დადებს სამართალდამცავი უწყება და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს დასკვნა და გადაწყვეტილება სამართლიანი",- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






