დედაქალაქის მერისთვის, კახა კალაძისთვის „თიბისი ბანკის“ საქმე ღიმილისმომგვრელია - კალაძის თქმით, წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში გამოკითხვისას წარადგინა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, რომ დაეწერა.
ის ასევე ირონიულად ეხმაურება წერილში აღნიშნულ მედიის საკითხს:
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიური წერილი დაწეროს, ღიმილის მომგვრელი იყო საერთოდ ამ წერილში რაც ეწერა ჩემთვის.
პირადად ჩემთვის და ვფიქრობ საზოგადოებისთვის, კატეგორიულად მიუღებელი ფაქტი, რომ სამართლებრივი ამბის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ ამ ადამიანებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.
მედია რა შუაშია, ეს საერთოდ არ მესმის. რა შუაშია „ტვ პირველი“, რა შუაში იყო „არტარეა“. ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი", - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






