„თიბისი ბანკის“ საქმეზე ოპოზიცია და არასამტავრობო სექტორი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. აღნიშნულზე საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ კომისია არა საგამოძიებო, არამედ შეიძლება დროებითი იყოს, თუმცა საკითხი რაიმე კომისიამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს:
"მე არ ვიხუმრებდი ამ თემაზე. ჩემი კოლეგები, დღეს ვინც კომენტარებს და განცხადებებს აკეთებდნენ და ზოგიერთი მესიჯებსაც ვერ სცდება, სიტყვა-სიტყვით იმეორებს ხოლმე ამ მესიჯს, ცდილობენ, გააუბრალოონ. ერთმა ფარატინა ფურცელმა შეიძლება ყველაფერი ამოაყირავოს ამ ქვეყანაში. გააჩნია, ფურცელს რა ისტორია აქვს. მე არ ვამტკიცებ არც ერთს და არც მეორეს. მე არ ვამბობს, რომ ის არის უტყუარი ან ფარატინა, თუმცა სასაცილო ნამდვილად არ არის. არც სახუმარო არ არის. ამას ცოტა მეტი სერიოზულობა სჭირდება. მნიშვნელობა აქვს, ვინ ლაპარაკობს, რა ვითარებაში, მთლიან სურათს უნდა შეხედო და არამგონია საქირქილო იყოს, ცოტა ფრთხილად მოვეკიდებოდი ამ საკითხს. ერთია, რომ გამოძიებამ მეტი სერიოზულობა უნდა აჩვენოს და არ უნდა იყოს მხარე. ნებისმიერ შემთხვევაში საკითხს სჭირდება გარკვევა",- ამბობს დეპუტატი.
მასალის გამოყენების პირობები






