“პროექტის გაჭიანურება მხოლოდ „თიბისი ბანკის" დამფუძნებლების გარშემო მიმდინარე პროცესებს არ უნდა დავუკავშიროთ, რადგან ზოგადად კერძო ბიზნესს მანამდეც უჭირდა კერძო სახსრების მოზიდვა. ჩვენ გვესმის, რომ კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის შესრულება, კერძო სექტორს უჭირს ამ პროექტის დაფინანსების მოზიდვა და ეს არ არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რომლებიც მიდის დღეს მამუკა ხაზარაძესადა ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ის ნეგატიური ფონი, რომელიც დღეს შეიქმნა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კიდევ უფრო ურთულებს კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ მინიმალური რაოდენობით საკუთარი კაპიტალი, რომელიც საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაძრან, მაგრამ საკუთარი კაპიტალის შეგროვება და ლაპარაკი არის 100 მილიონზე, იყო ამ პროცესის და სირთულეების დაწყებამდეც ძალიან რთული. პროექტის დაფინანსებისთვის კერძო სახსრების მოზიდვა და შეგროვება იყო რთული უკვე რამოდენიმე ხნის განმავლობაში.
პროექტში სახელმწიფო ვალდებულებების გაჭიანურება დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ ჯერ ის მინიმალური საკუთარი კაპიტალი, რომელიც უნდა იყოს შეტანილი ინვესტორების მიერ, არ არის შეტანილი. ჩვენ დავიწყებთ და შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას, როგორც კი დავინახავთ, რომ მინიმალური კერძო კაპიტალი შეგროვდა და როგორც კი დავინახავთ, რომ ჩვენ მივიღეთ საფინანსო ინსტიტუტებისგან თანხმობა დაფინანსებაზე.
დღესდღეობით შეიქმნა კითხვა - შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მისცეს გარანტია ტვირთებზე, ეს არ იყო თავიდან ხელშეკრულებაში, ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად ვუყურებთ ამ წინადადებას. პრობლემა შეიქმნა იმიტომ, რომ ამ პროექტს ახორციელებს არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინვესტორი. ისევ ვიმეორებ, ჩვენ წავედით ამ ნაბიჯზე, რომ კერძო ინვესტორმა შეასრულოს ეს პროექტი იმ მიზეზით, რომ ჩვენი ეკონომიკა იყოს სრულიად კერძო სექტორზე დაფუძნებული. ეს არ იყო შეცდომა, ეს იყო გააზრებული სვლა, ჩვენ ვიცოდით, რომ ამასთან დაკავშირებით იქნებოდა განსაზღვრული პრობლემები, რომლებიც ჩვენ დავინახეთ, იმიტომ რომ კერძო სექტორს უჭირს ასეთი პროექტის დაფინანსება“, - აცხადებს გიორგი ქობულია.
მასალის გამოყენების პირობები






