ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის" ინკასატორები დააყაჩაღეს - დაკავებულია ორი პირი
კრიმინალი - 09:45, 07 Mar, 2019     1914

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროდან აცნობეს, 1980 წელს დაბადებულმა გ.ჯ.- მ და 1964 წელს დაბადებულმა ო.ხ.-მ რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს.

შსს-ს ცნობით, 2 მარტს, "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან ბრალდებულები ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს და გაიტაცეს საინკისაციოდ გამზადებულ ბანკის ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავა.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს. მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში ზუგდიდში მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან ბრალდებულები ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ გაიტაცეს საინკისაციოდ გამზადებულ ბანკის ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე, რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათ პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გასტაცეს. მოგვიანებით, აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით ბრალდებულებმა ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს.

დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ გატაცებულ ავტომობილს ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულ მდგომარეობაში მიაკვლია.

სამართალდამცველებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები 6 მარტს, ზუგდიდში დააკავეს. გატაცებული ფული, დანაშაულის ჩადენის იარაღი ორი ცალი "კალაშნიკოვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ინკასატორებისგან გატაცებული "გირსანის" ტიპის პისტოლეტები, ნიღბები, დარაჯის კუთვნილი ავტომობილი პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს"- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42