უდუმაშვილის თქმით, გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს ხელისუფლების დანაშაულებრიოვ ქმედებებს. მისი განცხადებით, მათ აქვს ინფორმაცია, რომ არსებობს დამატებითი მტკიცებულებები თიბისი ჯგუფის მიმართ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით.
„იკვეთება რომ ხელისუფლების სამიზნეა ტვ პირველი და სურს სრულიად გააკონტროლოს არაპოლიტიკური არხი არტარეა. ამ წერილში კარგად ჩანს რომ იმედი ხელისუფლების მსახურია და იცავს ივანიშვილის პირად ინტერესებს.
ამ წერილით დასტურდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების გზა იყო არა თანასწორობაზე დაფუძნებული კონკურენცია, არამედ ზეწოლა, დაშინება და შანტაჟი არჩევნების გაყალბების მიზნით.
დიკუმენტურად დადასტურდა რომ ივანიშვილის მიზანი არის არა სახელმწიფოს განვითარება, არამედ დააკნინოს ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მოახდინოს ძალაუფლების სრული მონოპოლიზება, მთლიანად გააქროს კრიტიკული აზრი და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე მიიღოს.“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილი თალაკვაძის მიერ რუსთავი2-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით რომ რ2 „ოცნების“ პირობებში შეუფერხებლად მუშაობს. უდუმაშვილის თქმით, ეს არა ოცნების, არამედ რუსთავი 2-ის თანამშრომლების, საზოგადოების ერთიანობისა და სტრასბურგის სასამართლოს დამსახურებაა,
ზაალ უდუმაშვილმა საზოგადოებას ტვ პირველის და თავისუფალი სიტყვის დასაცავად აქტიურობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდა :
„ახლაც საჭიროა საზოგადოების ერთიანობით დავიცვათ ტვ პირველი, რათა წინ აღვუდგეთ ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას. ახლა საჭიროა საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობა ფორმულით ყველა მინუს ერთი, რათა ერთიანი ძალისხმევით გავისტუმროთ ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებიდან“- აღნიშნა უდუმაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






