„როდესაც იმაზე ვსაუბრობთ, რომ სასამართლო სისტემა უნდა დატოვოს 20-მა მოსამართლემ, 30-მა მოსამართლემ, ეს არის კლანი... ესე ვერ დალაგდება. არასოდეს ჩემი მხრიდან პირადად არასამთავრობოების მიმართ შეურაცხყოფა არავის არ გაუგონია. შეიძლება მეც მაქვს ჩემი პოზიცია. კლანია, დატოვოს მოსამართლეთა კორპუსმა, ეს გააკეთოს, ესეთი ულტიმატუმებით საქმე ვერ გაკეთდება. ამიტომ რა პატივისცემასაც სასამართლო კორპუსი გამოხატავს ზოგადად ამ პერიოდში, გნებავთ არასამთავრობოების მიმართ, კონფერენცია რომ ჩავატარეთ, ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელიც არ მოსულა. აი სად არის ვთქვათ "საერთაშორისო გამჭირვალობა’, „საია“ მოვიდნენ და ისაუბრონ , მოუსმინონ მოსამართლეებს. "-განაცხადა ლევან მურუსიძემ.
განცხადება ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრის დროს გააკეთა, რომელსაც კოალიცია ”დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შემავალმა ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები






