ხაზარაძისადმი გაგზავნილ წერილზე შესაძლოა, გახარიას ანაბეჭდები ან დნმ-ის კვალი იყოს
პოლიტიკა - 18:07, 06 Mar, 2019     1663
მამუკა ხაზარაძისადმი გიორგი გახარიასგან გაგზავნილ სკანდალურ წერილზე, რომელიც პროკურატურამ ფარატინა ფურცლად გამოაცხადა, შესაძლოა, შს მინისტრის ანაბეჭდები ან დნმ-ის კვალი იყოს. წერილი ლონდონში კომპლექსურ ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, მათ შორის ბრიტანელი ექსპერტები ეცდებიან ფურცელზე, სადაც სკანდალური მოთხოვნებია, თითის ანაბეჭდის კვალი იპოვონ.

"კურიერთან" ინტერვიუში მამუკა ხაზარაძის წარმომადგენელი იხსენებს, რა ვითარებაში გადასცა გიორგი გახარიამ წერილი შუამავალს.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის თქმით, ლონდონში ექსპერტიზაზე ვერ დადგინდება ანაბეჭდი უშუალოდ ეკუთვნის თუ არა შს მინისტრს. ზვიად კორძაძის თქმით, ის თუ ვის ეკუთვნის ანაბეჭდი, საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს.

„ლონდონში უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა დოკუმენტზე რაიმე სახის ანაბეჭდი და დაფიქსირდეს ეს ანაბეჭდები. თუ აღმოჩნდა ეს ანაბეჭდები, გადავცემთ გამოძიებას და გამოძიებამ მოახდინოს, ვისი ანაბეჭდი არსებობს, იმის იდენტიფიცირება. არსებობს ბაზა, არსებობს ბიომეტრიული პასპორტები, სადაც ჩვენ ყველას გვაქვს დატოვებული ჩვენი ანაბეჭდები. მერე მას შეეძლება, შეადაროს და მოახდინოს იდენტიფიკაცია. ლონდონი ვერ დაადგენს ვისი ანაბეჭდია. ის თუ აღმოაჩინა ანაბეჭდი, მხოლოდ მოახდენს მის ფიქსაციას,“- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ზვიად კორძაძე ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძეს აქვს მოლოდინი, რომ წერილზე გიორგი გახარიას დნმ ან ანაბეჭდი იქნება.

„მამუკა ხაზარაძის მხრიდან ამის მოლოდინი იმიტომ, რომ მას მოუვიდა ეს წერილი, დანარჩენი გამოძიების საქმეა. შუამავალი არ სახელდება, სახელი და გვარი, თორემ მამუკას განცხადებით, შუამავალი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, კაბინეტში და მოვიდა მასთან. ეს არ იყო ორი დღის მერე მოსული შუამავალი. ასეთი ტიპის ჩვენება იქნა მიცემული,“- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

სკანდალური წერილი გასაჯაროვდა. უკვე ცნობილია იმ გზავნილის შინაარსი, რომელიც გიორგი გახარისგან მამუკა ხაზარაძემ მიიღო.

წერილის დასაწყისშივე გახარია TBC-ის დამფუძნებელს წერს, რომ გავლენიანი ბიზნესმენი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, ამიტომ ივანიშვილის ყველაზე გავლენიანი მინისტრი ხაზარაძეს სამ პირობას უყენებს.

პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეიმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღდეგ. მეორე - ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე - ტელეკომპანია "არტარეა," რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42