„ეს არის აბსურდი, ყოვლად მიუღებელია პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნა იმის გამო, რომ თუკი ვიღაცამ გაბედა და განახორციელა აფიორა, რაც რა თქმა უნდა, ძიების საგანია, აქედან გამომდინარე ეს იღებს რაღაცა შოუს... ვინც ცდილობს შეიქმნას პოლიტიკური იმუნიტეტი იმის გამო, რომ იკვეთება და შესაძლოა, იკვეთებოდეს ე.წ. აფიორა. ამიტომ აფიორების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში. სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება და ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით, კომუნიკაციების საუკუნეში თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ ჩვენ და ვამტკიცოთ,რომ ვიღაცამ გაბედა მუქარა და შანტაჟი. ეს არის აბსურდის თეატრი. თავი დაანებოს ყველამ პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, ამ პროცესის პოლიტიკურ პროცესებში გადაყვანას,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






