„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე "თიბისი ბანკის" ირგვლივ შექმნილ ვითარებას და პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:
"ბოლო პერიოდში მამუკა ხაზარაძის და "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენებიდან, მათ შორის ორშაბათის საკომიტეტო მოსმენაზე და მის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, უფრო დამაჯერებელი და თანმიმდევრული ცალსახად არის მამუკა ხაზარაძის პოზიცია.
ამ ფონზე გაუგებარია, როცა პროკურატურა ავრცელებს ხაზარაძისთვის სავარაუდოდ გახარიას მიერ გაგზავნილ წერილს, თან ხელს იბანს საქმისგან - მოკლებული ვართ შესაძლებლობას გამოვიძიოთო და თან თითს იშვერს მამუკა ხაზარაძისკენ. ისე გამოდის, თითქოს წერილში რაც წერია ის შინაარსი ნორმალურია, სრულიად არ არის პრობლემური და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. თითქოს, მამუკა ხაზარაძემ უნდა გამოიძიოს და დაუმტკიცოს პროკურატურას სავარაუდო დანაშაული"- აცხადებს ბენიძე.
მასალის გამოყენების პირობები






