პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებული გადახდის მექანიზმები არ არის სამართლიანი - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 12:55, 06 Mar, 2019     902
განათლების ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. „ახალი საქართველოს“ წევრმა, მიმდინარე დარღვევების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


“პირველადი ჯანდაცვის რგოლში არსებული გადახდის მექანიზმები არ არის სამართლიანი და მორგებული ჯანმრთელობის რისკებზე, ასაკობრივ ჯგუფზე, ოჯახის ექიმის დაფარვის ზონაზე, ოჯახის ექიმთან დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაზე და სხვა სამედიცინო-სოციალურ კრიტერიუმებზე.

არსებული ფინანსური მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ გეგმური ამბულატორიის კომპონენტზე გაწეული ხარჯების პროდუქტიულობას. დაუსაბუთებელია და ყოვლად აბსურდულია 1 მოსარგებლეზე/პაციენტზე გამოყოფილი კაპიტაციური მეთოდით გათვალისწინებული ფასების კალკულაცია და წარმოშობა (1 ლარი და 93 თეთრი). ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ დაასაბუთა, თუ რა გათვლებზე დაყრდნობითაა ეს თანხა გამოყვანილი 1 ბენეფიციარზე. შესაბამისად, მოვითხოვთ რომ დაუყოვნებლივ გადაიხედოს არსებული ფინანსური სქემები და მოდელები.

სერიოზული პრობლემაა ბენეფიციართა ექიმთან რეგისტრირების პროცესი და პაციენტების საშუალო მაჩვენებელი თითოეულ ოჯახის ექიმთან მიმართებაში. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 1 ექიმზე 2000 პირს (ზოგიერთ უბანზე 6-10 ათასს აღწევს), რაც არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო პრაქტიკასთან.

ყველაფერ ამის ფონზე სამინისტრო არ ითვალისწინებს არც საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, არც თავის მიერვე დაქირავებული ძვირადღირებული კომპანიების (Global Alliance) ჯერ კიდევ 2016 წელს დადებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს, რომელშიც მილიონობით ლარი აქვს გადახდილი. რეაგირება არ მოჰყოლია, არც სახელმწოფო აუდიტის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებს და რეკომენდაციებს, და რა თქმა უნდა, სამინისტროს არ აინტერესებს არც ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების და სპეციალისტების აზრი. ჩვენს გუნდს გააჩნია კონკრეტული ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვის სფერო და მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიწყოს ამ დარგის სწრაფი რეფორმირება და ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნას ამ პროცესის გამჭირვალობა და საზოგადოების და სპეციალისტების ჩართულობა. “- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42