"ღარიბაშვილი “ქართული ოცნებისთვის” მეორე სუნთქვა იქნება" - ჯაჭვლიანი და ლორთქიფანიძე "ოცნების" ე.წ ახლებს აკრიტიკებენ
პოლიტიკა - 12:44, 06 Mar, 2019     953
პარლამენტის ყოფილმა წევრებმა სოსო ჯაჭვლიანმა და დავით ლორთქიფანიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს და „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენები შეაფასეს. „ოცნების“ ე.წ ძველი გუნდის წარმომადგენლებმა ახლების გუნდის პოლიტიკა გააკრიტიკეს და დადებითად შეაფასეს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.


სოსო ჯაჭვლიანის თქმით, ღარიბაშვილი არის ადამიანი, ვისთან ერთადაც შექმნეს “ქართული ოცნება” და იციან მისი განწყობის შესახებ.

„ ჩვენ არ ვართ მიტოვებულები, ჩვენ ვართ სახტად დარჩენილები. ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ჩემში გაკვირვებას იწვევდა. “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა. არ დავიწყებ იმ დაპირებებზე ლაპარაკს, რასაც ამომრჩეველს ვპირდებოდით, მაგრამ ფაქტია, რომ ხალხი დღეს, განაწყენებულია. ჩვენთვის პარტიის კარი არასდროს ყოფილა დაკეტილი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენი თანამებრძოლები იყვნენ და ჩვენთან ერთად ებრძოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, ყველა ჩამოიშორეს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რომ ჩატარდა, ბიძინა ივანიშვილი აზეიმეს გამარჯვება. გუნდმა, რომელიც ამ არჩევნებზე მუშაობდა, ფაქტობრივად მოატყუა ივანიშვილი. მათ ასეთი გათვლა გააკეთეს, ხმების 25% -ს არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსით მიიღებდნენ, ხოლო დანარჩენი 30% მოსახლეობაში გარანტირებული მხარდამჭერი ეყოლებოდათ. მაგრამ ასე არ მოხდა. საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნები როცა დაიხურა, სულ სხვა რეალობა დადგა. შეცდომაში შეიყვანეს ბიძინა ივანიშვილი და უთხრეს 53-54% -ით ვიგებთ არჩევნებსო. ივანიშვილს, რომ სცოდნოდა არჩევნებს ვერ იგებდა, სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა. მე კიდევ მაქვს იმედი, რომ ყველაფერი დალაგდება, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლისთვის მისაღები იყოს.“- განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა დავით ლორთქიფანიძემაც, მისი თქმით „ქართულ ოცნებაში“ არსებული პრობლემა მალვის მიუხედავად მაინც ცხადი გახდა:

„განაწყენებული ადამიანების რიგში ნამდვილად არა ვართ იმიტომ, რომ თავიდანვე ვიყავით ყველა იმ პერიპეტიაში ჩართული რასაც ქვია პარტიული ცხოვრება. ჭირმა თავი არ დამალაო ნათქვამია, ბუნებრივია ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამებრძოლებისა 2011 წლიდან მოყოლებული და არა 2012-დან, არის ძალიან გულნატკენი, აქ არის საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ამინდს რეგიონებში. ამ ადამიანების უკან მობრუნება და მათი გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი.“- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42