"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული ლეგიტიმური მანდატი, შესაბამისად ენმ- პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწერება.
„სალომე ზურაბიშვილის არჩევის წესი, მათ შორის ეუთო-ს უკანასკნელი დასკვნითაც, ეს არ იყო დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესზე ძალადობის, მოსყიდვის გზით. შესაბამისად, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად, ლეგიტიმურ არჩევნებად. ამის გაპროტესტების მიზნით, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველოს დემოკრატიას უზარმაზარი საფრთხე ემუქრება, ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში დღევანდელ გამოსვლას დავესწროთ. ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუსმინოს ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობამ და არა დემოკრატიულმა ოპოზიციამ. სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია დემოკრატიული, ლეგიტიმური მანდატი. ის არის ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტი. ჩვენ უარს ვამბობთ დღეს მოვუსმინოთ მსგავსი წესით ქართველი ხალხისთვის თავზე დასმულ პრეზიდენტს ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






