ირაკლი ღარიბაშვილმა, გუნდში დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი, ჯერ კიდევ 2014 წელს შექმნა მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ საზოგადოების მეტნაკლები მხარდაჭრით სარგებლობდა. მისი გაშვების მიზეზი , ე.წ. ''კახური კლანი'' და მასთან დაკავშირებული კორუფცია გახდა.
კორუფცია, ლათინური სიტყვისგან მომდინარეობს და პირდაპირი მნიშვნელობით გაფუჭებას ნიშნავს, ხოლო ფართო გაგებით - ძალაუფლების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.
შესაბამისად, „დაწუნებული“ ადამიანის მმართველ პარტიაში დაბრუნება, პოლიტიკური დიაგნოზია - ეს დასარულია.
გავაკეთოთ მეორე დაშვებაც და ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ე.წ. მორიგ „ტრიუკთან'' რომლის მიზანია ერთი შეხედვით ყველაზე კონსოლიდირებული - კალაძის დაჯგუფების განეიტრალება. ირაკლი ღარიბაშვილს, ამ დაჯგუფებასთან ანგარიშსწორების, პირადი მოტივიც გააჩნია.
სცენარი ბევრია, ლოგიკურია ღარიბაშვილი დასახალებული იქნას მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად და გამარჯვების შემთხვევაში განიხილებოდეს მისი პარლამენტის თავმჯდომარეობა. შესაბამისად, მის გარშემო უფრო მართვადი უმრავლესობის ფორმირება.
ან უბრალოდ ის შეიძლება გამოყენებული იქნას საფრთხობელად, კალაძე-კობახიძის გუნდის ჭკუაზე მოსაყვანად.
მოკლედ რომ ვთქვათ, ორივე სცენარში „ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება შეუქცევადი პროცესია და ირაკლი ღარიბაშვილის იმ ტიტანად წარმოჩენა , რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს პოლიტიკური სიბეცეა და სხვა არაფერი.
მასალის გამოყენების პირობები






