გია ვოლსკი გამოეხმაურა პარტია „ქართულ ოცნებაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, რომლის დროსაც პარტიის პოლიტიკური მდივნის პოსტზე გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა , ვოლსკიმ კი ახლადშექმნილი თანამდებობა- პარტიებთან ურთიერთობის მდივნის პოსტი დაიკავა.
ვოლსკიმ ჟურნალისტები სკანდალის შექნის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის თავს ჩანაცვლებულად არ გრძნობს და მისი ახალი თანამდებობა ღარიბაშვილის თანამდებობაზე ნაკლებმნიშვნელოვანი არაა:
„ჩემთვის პოსტი არ შექმნილა... მოხდა ობიექტური მსჯელობა, ვინ რომელ პოსტს დაიკავებს, თქვენ მცდელობა გაქვთ წარმოადგინოთ, რომ ჩემთვის შეიქმნა პოსტი, რომ მერე ღარიბაშვილს დაეკავებინა ის პოსტი ... მე აბსოლუტურად სწორი ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ დრო არ დამეთმო ამ სკანდალური შეკითხვებისათვის, რომელიც თქვენ გააგჩნიათ. აქ სკანდალური თემის შექმნა არის თქვენი სტრატეგია ამაში მე არ აგყვებით. მნიშვნელოვანი პოსტია პირველიც, მეორეც, მესამეც... თქვენ მაინც სიტყვა „ჩაგანაცვლებდა“ გსიამოვნებთ. მე არ მგონია, რომ ეს თანამდებობა იმაზე მეტია რაც მე მიჭირავს.“- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






