ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. აღნიშნულს მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ე.წ. ირაკლი კოაბხიძის ჯგუფი, უკვე წარსულია და აუცილებელია „ქართულ ოცნებაში“ სისტემური ცვლილებები მოხდეს:
"ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები - ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს. არ გამოვდგები პოლიტიკურად მიმომხილველად წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც მაკავშირებს ბევრი რამ. ე.წ. კობახიძის ჯგუფი შემიძლია გითხრათ,რომ არის უკვე წარსული ეს არის დროის საკითხი"-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






