ევროპულმა საქართველომ „თიბისი“ ბანკის თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
პოლიტიკა - 11:53, 05 Mar, 2019     690

ევროპულმა საქართველომ „თიბისი“ ბანკის თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი, შევქმნათ საგამოძიებო კომისია რათა ამ კომისიაზე გამოქვეყნდეს ხაზარაძის ნახსენები წერილიც, გამოქვეყნდეს ფაქტებიც და საზოგადოებას ქონდეს საშუალება თავად იმსჯელოს „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით“ - დავით ბაქრაძე

„მინდა საზოგადოებას გავაცნო, რომ ევროპული საქართველოს ინიციატივა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ძალაშია, ჩვენ დავიწყეთ დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება, რა თქმა უნდა გვაქვს უკვე უმცირესობის წევრების ხელმოწერები რომლითაც ისინი ადასტურებენ საკუთარ თანხმობას, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია და მინდა მივმართო სხვა ფრაქციებს და მათ შორის უმრავლესობას ორი ძირითადი მიზეზით, რატო უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია თიბისი ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით.

პირველი - ეს გახლავთ ძალიან მაღალი სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე, ვინაიდან თიბისი ბანკი წარმოადგენს ამ ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტს, ხოლო ანაკლიის პორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ამიტომ თემა რომელიც უკავშირდება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხს რა თქმა უნდა უნდა იყოს საპარლამენტო კომისიის განხილვის შედეგი.

მეორე - ბრალდებები რომლებიც მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძისგან წარმოადგენს ძალიან სერიოზულ მაღალი თანამდებობის და უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. ეს არის ასე ვთქვათ გაჟღერებული საკითხები რომლის მიხედვითაც ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ მონაწილეობენ ბიზნესზე ზეწოლაში, შანტაჟში, ბიზნესის გამოყენებაში საარჩევნო მოსყიდვისთვის. ეს არის ის თემა რომელზეც პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტი უფლებამოსილი და ვალდებულია შექმნას საგამოძიებო კომისია და საკითხი გამოიძიოს და მიიყვანოს ბოლომდე.

მესამე - ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ხაზარაძის პოზიცია, რომ ის მზად არის შესაბამისი ფაქტები, მათ შორის წერილი რომელზეც ის საუბრობდა, რომ შს მინისტრმა მას მიწერა ზეწოლის წერილი, ეს ფაქტები და ეს წერილი გამოაქვეყნოს და საჯარო გახადოს სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო ორგანოს ფარგლებში და გუშინ ბატონმა ხაზარაძემ ითხოვა, რომ პარლამენტში შექმნილიყო ასეთი საგამოძიებო კომისია. ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი, შევქმნათ ეს კომისია რათა ამ კომისიაზე გამოქვეყნდეს ეს წერილიც, გამოქვეყნდეს ფაქტებიც და საზოგადოებას ქონდეს საშუალება იმსჯელოს, რამდენად სიმართლე მოისმინა მან გუშინ ბატონი ხაზარაძისგან. „ - განაცხადა დავით ბაქრაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42