„თიბისი ბანკის“ საქმე და სკანდალური განცხადებები - „ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
პოლიტიკა - 11:29, 05 Mar, 2019     737

„თიბისი ბანკის“ საქმე - გუშინ პარლამენტში საკომიტეტო ფორმატის ფარგლებში ბანკის დამფუძნებლებს მოუსმინეს. მამუკა ხაზარაძემ არა ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. ხაზარაძის თქმით მან შს მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

„ევროპული საქართველო“ აღნიშნულ საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს:

„ეს არის მაღალი ინტერესის მქონე საქმე, რომელზეც პარლამენტი ვალდებულია მოახდინოს რეაგირება და ვალდებულია შექმნას საგამოძიებო კომისია. მით უმეტეს, რომ ბატონმა ხაზარაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ის მზად იქნება ყველა დოკუმენტაცია წარუდგინოს კომისიას. ამიტომ ჩვენ დღეს ოფიციალურად უკვე ამ ინიციატივას დავაყენებთ, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმ დეპუტატებში, რომელიც თანახმა იქნება, რომ ასეთი კომისია შეიქმნას,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას, მაგარამ როგორც სხვა შემთხვევბში ამ შემთხვეაშიც ნაკლებად გამოიღებს შედეგს:

„საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას, მაგრამ როგორც ჩვენ ეს გვინახავს სხვა შემთხვევებშიც, ამას არანაირი შედეგი არ მოყვეს. იმიტომ, რომ უმრავლესობას და ხელისუფლებას არ აქვს არანაირი პოლიტიკური ნება რეაგირება გააკეთოს მსგავსი საგამოძიებო კომისიის მიერ დადებულ შედეგებზე,“-ამბობს სალომე სამადაშვილი.

კომისიის შექმნის იდეას არ იზიარებენ საპარალამენტო უმრავლესობაში:

„ნებისმიერ განცხადებაზე, რომელთან დაკავშირებით პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ, დეტალიზაციისგან თავს იკავებენ, კონკრეტული შინაარსისგან თავს იკავებენ, კომისიები შევქმენით, საქართველოს პარლამენტი ვერ აუვა ამას. რა ფორმა ჰქონდა ამ წერილს, ამის გახმოვანებისგან თავს იკავებს. ვიდრე ცოტა მეტი დეტალი არ გვეცოდინება, არასერიოზული ხდება ამ თემაზე საუბარი,“-ამბობს პარლამენტის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42