გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრი, დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ როგორც მამუკა ხაზარაძისთვის მუქარის შემცველი წერილის მიწერა, სავარაუდოდ „ტიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას ორგანიზებული იყო.
„ისევე როგორც მუქარის წერილი, რომელიც ბატონი გახარიასგან იყო, დიდი ალბათობით, „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა ასევე ორგანიზებული იყო ხელისუფლების და სავარაუდოდ, თავად გახარიას მხრიდან. ეს არ დაუზუსტებია ბატონ ხაზარაძეს, თუმცა მას აქვს კონკრეტული მისამართი, კონკრეტული კომპიუტერი, საიდანაც ეს კიბერშეტევა განხორციელდა და პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ამ კიბერშეტევის ავტორის პოვნა იქნებოდა უმარტივესი, მაგრამ მაშინ, როდესაც თავად შს მინისტრია დამნაშავე და ემუქრება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს, რა თქმა უნდა, ასეთი გამოძიების იმედი არ შეიძლება გვქონდეს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






