"თუ გინდათ, არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით" - ხაზარაძის თქმით ანაკლიის პორტის განხორციელებას პრობლემები ექმნება
პოლიტიკა - 17:37, 04 Mar, 2019     1064
თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, იმ მდგომარეობის გამო რაც თიბისი ბანკის გარშემო განვითარდა, სამწუხარო კომენტარები მოდის ანაკლიის პორტის ინვესტორებისგანაც:


„არ დარჩენილა არცერთი ევროპული ელჩი, ან ბანკის პირველი პირები, ან მეორე პირები, რომლებიც არ ჩამოვიდნენ და არ შეხვდნენ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს. ეუბნებოდნენ, რომ ასეთი მიმართულებით ამ საკითხის განვითარება არ შეიძლება და ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ.

მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ არ ჩამეყენებინა ბანკი მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ დამთავრდა უკვე ყველა შესწავლა, ყველა ბანკის მიერ და 600 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაისი-ივნისის თვეში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. გადავადება ამ სიტუაციაში გამოწვეული არის იმის გამო, რომ ჩვენი დამფინანსებელი 4 ბანკი, რომელი 400 მლნ დოლარზე მუშაობს, მათთვის მიუღებელია 8 პუნქტი ამ ხელშეკრულებაში not bankable. სახელმწიფო ერთის მხრივ ამბობს რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მეორეს მხრივ მიდის ჩვენი დისკრედიტაცია სწორედ იმ ბანკებთან, რომლებიც ერთის მხრივ არიან ჩვენი პარტნიორები და უნდა მოვაწეროთ ხელი 600 მილიონიან პაკეტის დახურვას მაის-ივნისში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ისინი ვერ გააფორმებენ ჩვენთან ხელშეკრულებას იმიტომ რომ არსებობს უამრავი თემა, სანამ არ დაიხურება ეს თემა და ნათელი არ მოეფინება... თუ ამოცანა სხვა არის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ამ პროექტში, ეგეც კაცურად გვითხარით და გავიგებთ, მაგრამ ეს ფორმა არ არის სწორი.“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42