ირმა ამბარდნიშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან“ გარიცხეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, ამის შესახებ განცხადება პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში ცოტა ხნის წინ გააკეთეს.
„ირმა ამბარდნიშვილს ვერ დავუკავშირდით, ვერ გავიგეთ რეალურად, რატომ მიიღო ფრაქციიდან წასვლის გადაწყვეტილება. ჩვენმა ხელმძღვანელობამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება ირმა ამბარდნიშვილის პარტიიდან გარიცხვის შესახებ. ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება თუ ამ ადამიანს ვიხილავთ „ქართულ ოცნებაში“.“-აცხადებს ბექა ქორჩილავა.
ცნობისთვის, გორის საკრებულოს წევრმა ირმა ამბარდნიშვილმა ფრქაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო, რის შემდეგაც, ფრაქცია დაიშალა. ამბარდნიშვილი ფრაქციის დატოვების მიზეზად პარტის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერთან, ბადრი ბასიშვილთან უთანხმოებას ასახელებს და აცხადებს რომ ფრაქციაში არა, თუმცა პარტიის რიგებში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები






