აფხაზეთის რკინიგზა თუ ანაკლიის პორტი? - ივანიშვილის გარიგება კრემლთან და ოლიგარქის ბიზნესი მოსკოვში
პოლიტიკა - 17:03, 04 Mar, 2019     5726
რა ხდება ივანიშვილის კარზე, რასტომ მართავს ოლიგარქი ვუწრო ჯგუფებთან კულუარულ შეხვედრებს, რატომ აქვს მუქარანარევი ტონი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელს და რა ბედი ელის ანაკლიის პორტს და აფხაზეთის რკინიგზას?


ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ ივანიშვილს რუსეთთან პირობა აქვს შესასრულებელი და ამ პირობის შესრულების ერთერთი დილემა ანაკლიის პორტია, რომლის მშენებლობაც რუსულ ინტერესში არ შედის.

„ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რუსეთს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ჰპირდება, რომელიც სომხეთიდან რუსეთში შევა აფხაზეთის გავლით. ამიტომ აფხაზეთის რკინიგზა უნდა განახლდეს. სომხეთში მოვიდა სხვა ტიპის ხელისუფლება, ბუნებრივია, თუ რუსეთის ვერ შეუსრულებს პირობას სომხეთს, ის გაუნაწყენდება და განუდგება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რუსეთს მწვავედ დაუდგა საკითხი, ომხეთი რომ არ გაექცეს, სომხეთში უდგას სამხედრო ძალები მა და ახლო აღმოსავლეტს იქიდან აკონტროლებს, ამიტომ მათი ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს. ალბათ, ეგ არის ერთ-ერთი პირობა, რომ გაიხსნას რკინიგზა. თუ რკინიგზის ნაცვლად ანაკლიის პორტის მშენებლობა იწყება , ეს რუსეთისთვის ნიშნავს, რომ ის პირობა, რაც რკინიგზასთან არის დაკავშირებული, პრაქტიკულად შეუსრულებელი რჩება და ატყუებს რუსეთს საქართველო, ანუ ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ივანიშვილს ორმხრივი ვალდებულება აქვს, ერთი მხრიდან დაუმტკიცოს, რომ ანაკლია არ იქნება, მეორე მხრივ, კვლავ უნდა უთხრას, რომ რუსეთმა თავად შეარჩიოს დრო, საქართველოში შექმნას ისეთი ვითარება, რომ ეს დრო იყოს შერჩეული რკინიგზის გასახსნელად“ - აცხადებს გელბახიანი „ალიასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ივანიშვილისთვის რუსეთთან მოლაპარაკბეაში სხვა პირებიც იქნებიან ჩართული და არა მხოლოდ აბაშიძე. გელბახიანი ვარაუდობს, რომ ივანიშვილს, რომელსაც მოსკოვში კვლავაც დარჩა სერიოზული ბიზნესი, სწორედ ამ ბიზნესის წარმომადგენლები უნდა იყვნენ კრემლთან უშუალოდ კავშირში.

„ეს როგორ განხორციელდება , უკვე თავსატეხად აქვს ივანიშვილს და დესპანი მარტო აბაშიძე არ იქნება, ალბათ სხვა დესპანებიც მონაწილეობენ ხელისუფლების დაწყნარებაში, იმიტომ, რომ ივანიშვილს სერიოზული ბიზნესები დარჩა მოსკობში და მისი წარმომადგენლები მართავენ იმ ბიზნესებს, რუსულ ხელისუფლებას იქაურ წარმომადგენლებთან უფრო ექნებათ კავშირი, ვიდრე ოფიციალურად აბაშიძე ფოსტალიონად ჰყავდეს ამბის მიმატანად. არ იქნება მასე, ფარული მოალაპარაკებები უფრო რეალურია, ვიდრე ღია, ოფიციაკური მოალპარაკება. ეს ორი ამოცანა, რომელიც დგას რუსეთ-საქართველოს წინაშე, რომ ერთი მხრივ, გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა და მეორე მხრივ, არ გაიხსნას ანაკლიის პორტი...“ - აცხადებს ვალერი გელბახიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42