„ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარით, თქვენ რომ გვეუბნებით, რომ ჩვენი 120 მლნ-იანი პორტფელი ამ მილიარდ 500 მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, 3 წლის მერე ახალი სებ-ის პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იურკში თქვს, რომ რატომ ჩამოწერეთ 120 მლნ 3 მილიონად?! ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო. კითხვა მაქვს, თუ თქვენ 2008 წლის 17 მლნ-ზე გაქვთ პრეტენზია, 5 წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120 მილიონიანი ჩამოწერა? სებ-ისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის?! თუმცა ისინი ყველა შეხვედრაზე ესწრობოდნენ ფინანსთა სამინისტროთან ერთად.“ - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, 2018 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდა.
მასალის გამოყენების პირობები






