„8 თვის წინ გადააყენეს კვირიკაშვილი და ყველაფერი დაიწყო იმ დღიდან... რა უნდათ თქვენგან?“ - რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძეს
პოლიტიკა - 15:45, 04 Mar, 2019     1091

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათია „თიბისი ბანკის“ საქმეზე მოსმენა მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძემ არა ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. მოგვიანებით კი კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო.

ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე დაინტერესდა მისთვის ეროვნული ბანკისგან ცნობილი იყო თუ არა თავიდანვე , რომ ისინი დავალებებს იღებდნენ შს მინისტრისგან:

„ეს წარმოუდგენელი ისტორიაა და ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესები სამომავლოდ. თუნდაც იმ წერილთან თუ შანტაჟებთან დაკავშირებით რასაც თქვენ ბრძანებთ. გასაგებია ამ წერილის ავტორი იყო შს მინისტრი. ყველამ იცის კულუარებში, რომ თქვენ გაშანტაჟებდათ ეროვნული ბანკი მაგრამ ეროვნულ ბანკს აშანტაჟებდა შინაგან საქმეთა მინისტრი. თქვენთან საუბრისას ისინი ღიად ამბობდნენ ამას თუ არა, რომ რასაც ისინი აკეთებენ ეს იყო მთავრობის დავალება და კერძოდ ეროვნულ ბანკთან ივანიშვილის მიერ დანიშნული საკონტაქტო პირი იყო ბატონი გახარია. ამაზე დიდი ხანია მიდის საუბარი და რამდენად გახსნილად გელაპარაკებოდნენ ამის თაობაზე თქვენ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის შეკითხვები "თიბისის" მიერ პროგრესს ბანკის შეძენასაც უკავშირდებოდა:

„თქვენ საკმაოდ დიდი სამსახური გაუწიეთ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ იყიდეთ, ანუ ხურდაში წაიღეთ ბანკი რესპუბლიკის ყიდვისას პროგრესს ბანკი, რომლის 72%-ის მფლობელ იყო კრიმინალი და თაღლითი რუსი ილია გავრილოვი, ხოლო 28 %-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი. მანამდე ამ ბანკს ეძახდნენ კალაძის ბანკს. თუმცა კალაძემ წილები გადააფორმა თუ გადაყიდა ეს დღემდე ლიკვიდაციამდე მართავდა მისი სანათესავო. ვინ გაიძულათ, რომ თქვენ ეს ბანკი გეყიდათ?,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე დაინტერესდა, ხედავს თუ არა მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში საკუთარ თავს:

„თქვენ ფიქრობთ, რომ ანაკლიის პროექტის განვითარება თქვენი მონაწილეობით დღევანდელი დღის მერე შესაძლებელია თუ კი ფულის გათეთრების საკითხი მოიხსნება. ეს არის შემაფერხებელი ანაკლიასთან დაკავშირებით თუ თქვენ უკვე გადალახეთ ხელისუფლებასთან ურთიერთობასთან ის ზღვარი და მავნე ტრადიცია როდესაც ხელისუფლება ნებისმიერი შემთხვევაში გააგრძელებს თქვენს დევნას,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებული დევნა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაუკავშირა:

„თქვენ ახსენეთ 8 თვე . 8 თვე იყავით თქვენ ხელისუფლებისთვის მისაღები პირი. 8 თვის წინ გადააყენეს კვირიკაშვილი და ყველაფერი ასე ვთქვათ დაიწყო იმ დღიდან მოყოლებული. და წამოვიდა ეს გორგალი და სადამდე მივედით. ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ანგრევს ხელისუფლება. რა უნდათ თქვენგან, მაინტერესებს რატომ მიიღეს იმდენად სარისკო გადაწყვეტილება, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს პირველ რიგში მე უკვე უფრო მეტი ინფორმაცია გავიგე, ბანკიც საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება და რეალურად ანაკლიის პროექტში როგორ შეიძლება ჩანაცვლდეს იგივე მესაკუთრეები, იგივე აქციონერები. მართლა რა უნდა ეროვნულ ბანკს როდესაც კითხულობს ვინ არის ამის აქციონერები, აქციონერებისგან გასვლას უნდა უზარმაზარი... 70 მილიონს რომელიც თქვენ ჩადეთ ვინ გადაგიხდით?,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42