ხაზარაძემ თქვა ისიც, რომ ამ მუქარის შესახებ მან პროკრატურის წარმომადგენლებსაც აცნობა.
ოპოზიცია დაინტერესდა რა არის წერილის შინაარსი, რაზეც ხაზარაძე ამბობს, რომ შს მინისტრის წერილში კონკრეტული პირობებია წამოყენებული და მისი არ შესრულების შემთხვევაში მას საქართველოში და საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებაში რეპუტაციის განადგურებით ემუქრება.
ხაზარაძე პირობას დებს, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს და მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის თაროზე შემოდების უფლებას არავის მისცემს.
ხაზარაძემ დღეს ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე და იმ წერილებზე, რომელიც ბანკიდან მიიღო.
TBC ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი მას აშანტაჟებდა და ბანკიდან ჩამოცილებას სთხოვდა, როგორც ხელმძღვანელი პოზიციის დათმობასა, ასევე სამეურვეო საბჭოს დატოვებას სთხოვდა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შს მინისტრისგან მიღებულ მუქარის წერილზე დაკითხვისას ისაუბრა, თუმცა „სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დაუსვა“
მასალის გამოყენების პირობები






